აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით ბაციკაძე და ვახტანგ წულაძე, ესპანეთში, ქალაქ ბილბაოში, CEMR-ის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ.
საერთაშორისო ფორუმი თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ჩართულობის მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი, რეგიონალური უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს აერთიანებს.
ბილბაოს კონფერენციის მონაწილეები 3 დღის განმავლობაში განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: საჯარო მმართველობა, ადამიანური რესურსების მართვა და დასაქმება.
კონფერენცია 13 ივნისს დაასრულებს მუშაობას.