11 ივნისი

   

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი მანველიძემ, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსთან არჩილ ჩიქოვანთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან - ფატი ხალვაშთან და კობა ნაკაიძესთან, ქობულეთის მერთან - მირიან ქათამაძესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჩაისუბანი-ყურშუბაძეების საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ახალი, ლითონის ხიდის დასრულებული სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

   ახალი ხიდი, რომლის სიგრძე - 12, ხოლო სიგანე - 4 მეტრია, შპს „სინათლე 2006-მა“ ააშენა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 68 120 ლარია.