შეხვედრა უსკო-ს პროექტის მონაწილეებთან

07 ივნისი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე,  თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ნუგზარ სურმანიძე, გიორგი მანველიძე,  აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) მიერ მომზადებული საინფორმაციო-სასწავლო პროექტის - „ჩემი პირველი არჩევნების“ მონაწილეებს შეხვდნენ.

   დავით გაბაიძემ სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს ავტონომიის მმართველობით ფორმასა და მნიშვნელობაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს სტრუქტურაზე, მისი საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიაწოდა ინფორმაცია.

   კანონმდებლებმა მოისმინეს მოსწავლეთა მოსაზრებები და უპასუხეს მათთვის  მნიშვნელოვან თემებზე დასმულ შეკითხვებს.

    შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია და უსკო-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, აღინიშნა რომ ტრენინგები. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და უსკო-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, 10-17 მაისს საჯარო სკოლებში ჩატარდა.

    პროექტი, რომლის მიზანი ახალგაზრდებში საარჩევნო ცნობიერებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებაა, ორ ეტაპად ჩატარდა და მასში ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის 39 საჯარო სკოლის ათასამდე X-XI კლასელი მონაწილეობდა. სექტემბრიდან ანალოგიური ტრენინგები  იგეგმება მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის.

განცხადებები

დღის წესრიგი

რეგლამენტის პროექტი