07 ივნისი

    

   ბათუმის 68-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატები აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში - ვახტანგ წულაძე და ფატი ხალვაში მდინარე ყოროლისწყლის ნაპირსამაგრ სამუშაოებს გაეცნენ.

   აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ წულაძის განცხადებით, მდინარე ყოროლისწყალი პერმანენტულად პრობლემებს უქმნიდა მოსახლეობას და ჯებირის მშენებლობა სწორედ მათი მოთხოვნის გათვალისწინებით დაიწყო.