ბიუროს რიგით მე-15 სხდომა

05 ივნისი

   

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით მე-15 სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

   ბიურომ დაამტკიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერაში  შესატანი ცვლილება, რომელიც ლოჯისტიკისა და საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ილია თურმანიძემ წარმოადგინა.

   დღის წესრიგის მეორე საკითხი  - მოქალაქე ანზორ ჯაიანის საკანონმდებლო წინადადების უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენის შესახებ,  ბიუროს წევრებს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ გააცნო.

   მომხსენებლის განცხადებით, საკანონმდებლო წინადადება სამშენებლო წესებსა და ნორმებს უკავშირდება და მისი განხილვა პარალელურად, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მიმდინარეობს.

   ბიუროს გადაწყვეტილებით, განისაზღვრა წამყვანი კომისია და წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადები - საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს საამისოდ 10-დღიანი ვადა აქვს.

განცხადებები