04 ივნისი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე და პეტრე ზამბახიძე, თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ-ში“, ქართულ-ამერიკული ინიციატივის პროექტის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ.

    კონფერენცია სახელწოდებით -  „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გუშინ  და დღეს“, უსაფრთხოების სისტემის წარსულსა და დღევანდელობას მიეძღვნა.

    კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე. მისი განცხადებით, დღეს არსებული სისტემის უმთავრესი მიზანი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაა, სწორედ ამიტომ,  ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა გამორიცხა უსაფრთხოების სამსახურების პოლიტიკურ თუ საარჩევნო პროცესებში ჩართულობა.

    სისტემაში შემავალი სამსახურების როლზე პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში სხვადასხვა პოლიტიკური მმართველობის დროს, მათ მნიშვნელობასა და გავლენის სფეროებზე კონფერენციის მონაწილეებმა ინფორმაცია უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე  ცნობილი სპეციალისტებისა და ექსპერტებისაგან მოისმინეს.