აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და ფრაქცია „ქართული ოცნება - აჭარას“ თავმჯდომარე დავით ბაციკაძე ნორვეგიაში, ქალაქ ლილიჰამერში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (ერა) პრეზიდენტის მაგნუს ბერთსონის ოფიციალური მიწვევით, ლილიჰამერში 22-24 მაისს გამართულ ევროპის რეგიონთა ასამბლეის ბიუროსა და პლენარულ სხდომებში მონაწილეობდნენ.
სხდომებზე განიხილეს ერას მომავალი წლის ბიუჯეტი, 2020 წლამდე სამოქმედო გეგმა, ასევე 2018-2019 წლების პრიორიტეტები და სოციალური ინოვაციები. სხდომის მონაწილეებმა 23 მაისის პლენარულ სხდომაზე მოისმინეს ასამბლეის წევრთა ანგარიშები გაწეული საქმიანობის შესახებ. გაიმართა დისკუსია ასამბლეისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე.