აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 3-კაციანი დელეგაცია უმაღლესი საბჭოს წევრების - ვახტანგ წულაძის, ხვიჩა შარაშიძის და საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ბერიძის შემადგენლობით, ტერნოპოლის სამხარეო რადის ოფიციალური მიწვევით, უკრაინაში, ქალაქ ტერნოპოლში 3-დღიანი ვიზიტით იმყოფება.
აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ტერნოპოლის სამხარეო რადის მეთაურმა ვიქტორ ოვჩარუკმა და მისმა მოადგილეებმა - ვასილ დერევლიანიმ და კრუპა ლუბომირმა უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ხვალ აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ტერნოპოლის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს დაესწრებიან.