კომისიამ მინისტრის ანგარიში ცნობად მიიღო

23 მაისი

                   

          ორი საკითხი განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა.

   აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე განიხილება.

    მინისტრმა ამავე სხდომაზე წარმოადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვა. მომხსენებელმა ისაუბრა ბიუჯეტის შესრულების ძირითადი მაჩვენებლებზე, მიმართულებებზე, ასევე დაწყებულ და მიმდინარე პროექტებზე და უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.

     წარმოდგენილი მიმოხილვა კომისიამ ცნობად მიიღო.