19 მაისი

                           

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით ბაციკაძე, პეტრე ზამბახიძე, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან ერთად, ბათუმში, ერას მოედანზე, “ევროპის დღეები 2018-ის“ ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვას დაესწრნენ.

      ღონისძიების მიზანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაცია და აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლებს შორის გამოცდილების გაზიარებაა. გამოფენა-გაყიდვაში, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება, აგროსასურსათო სექტორში მომუშავე 30-მდე კომპანია მონაწილეობს.

   ორგანიზატორთა განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები წლის განმავლობაში 14-ჯერ გაიმართება.