ამ წუთებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა მიმდინარეობს.
დეპუტატების განცხადებების შემდეგ, დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის განხილვა დაიწყო - საკანონმდებლო ორგანოს წევრები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს უსმენენ. რამაზ ბოლქვაძე პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიურ ანგარიშს წარადგენს.