ბიუროს რიგით მე-12 სხდომა

17 მაისი

                                 

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით მე-12 სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს.

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით,  პროექტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება.

   დღის წესრიგის მეორე საკითხი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობის არჩევის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 28 ნოემბრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. ბიურომ მხარი დაუჭირა პროექტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე განხილვას.

        ამავე სხდომაზე განისაზღვრა 17 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი.

განცხადებები