10 მაისი

   

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ლადო მგალობლიშვილი, გიორგი რომანაძე, სასტუმრო „ჰილტონში“, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციას დაესწრნენ.

    ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ შეხვედრის მონაწილეებს აჭარის საინვესტიციო გარემოზე, საბიუჯეტო პროცესებზე, ქონების ეფექტური მართვის მექანიზმებსა და სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

    შეხვედრის მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებს, სტუდენტებსა და დარგის სპეციალისტებს მინისტრმა  ბათუმის ესტაკადის, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების, ბათუმის საფეხბურთო სტადიონის, რესპუბლიკური საავადმყოფოს, სპორტული კომპლექსის, ყინულის სასახლისა და საცურაო აუზის, წყლის სისტემის განვითარების, ნაგავსაყრელის მშენებლობისა და სამინისტროს სხვა პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, უპასუხა მათ შეკითხვებს.