10 მაისი

   

   აჭარისვტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ სხდომაზე გიორგი რომანაძემ და ლოჯისტიკისა და საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ილია თურმანიძემ წარმოადგინეს.

    კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი ინიციატივის ბიუროზე წარდგენასა და კომისიებში განხილვის პროცედურების დაწყებას.