10 აპრილი

10 აპრილს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის სხდომა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა.

საკანონმდებლო პაკეტი:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი ,, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი ,, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

კომისიამ მხარი დაუჭირა საკითხის განსახილველად გატანას უამღლესი საბჭოს სხდომაზე.

კომისიის წევრებმა განიხილეს და ცნობად მიიღეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები, რომელიც აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა.

ცნობად მიიღეს დღის წესრიგის მესამე საკითხიც, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,სავალდებულო სერთიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“.