04 მაისი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის 3 მაისის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარადგინა.

   დავით გაბაიძემ დეტალურად ისაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებზე, კომპეტენციებზე, სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთობის დაბალანსების მექანიზმებსა და საარჩევნო სისტემაზე. მომხსენებელმა უპასუხა პარლამენტის წევრთა შეკითხვებს.

   პარლამენტში დავით გაბაიძის მიერ წარდგენილ საკითხებს 4 მაისის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი 78 ხმით (არც ერთი წინააღმდეგი) დამტკიცდა.

   გიგზავნით უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან.