პარლამენტში  ორგანული კანონის პროექტი და აჭარის კონსტიტუციური კანონი განიხილეს

03 მაისი

  

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარადგინა.

      დავით გაბაიძემ დეტალურად ისაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებზე, კომპეტენციებზე, სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთობის დაბალანსების მექანიზმებსა და საარჩევნო სისტემაზე. მომხსენებელმა უპასუხა პარლამენტის წევრთა შეკითხვებს.

      დავით გაბაიძის მიერ წარდგენილ საკითხებზე კენჭისყრის პროცედურა საქართველოს  პარლამენტში ხვალ გაიმართება.

განცხადებები