03 მაისი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში  სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება სწორი საინვესტიციო პოლიტიკის შედეგია, რამაც დამატებითი სამუშაო ადგილებისა და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის ზრდა განაპირობა.

    ბიუჯეტის განხილვის პარალელურად, კომისიის წევრებმა რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრისგან - ინგა შამილიშვილისგან მოისმინეს. ისტორიული და კულტურულ-მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ნაგებობების, სკოლების, პანსიონატების, საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების, მათი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და რიგი სხვა საკითხების ირგვლივ დასმულ შეკითხვებზე მინისტრმა ამომწურავად უპასუხა, მოისმინა კანონმდებელთა მოსაზრებები.

    კომისიამ მხარი დაუჭირა ანგარიშის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გატანას.