09 აპრილი

1989 წელს, საქართველოს დედაქალაქში პარლამენტის წინ განვითარებულმა მოვლენებმა, ქვეყნის უახლეს ისტორიაში სისხლიანი ფურცელი ჩაწერა, რაც შემდგომ ახალი ეპოქის დასაბამი გახდა.

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად ბათუმის ბულვარში, მემორიალურ ქვასთან, ტრადიციულად შეიკრიბნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების , საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და ზურაბ პატარაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა, საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა ყვავილებით შეამკეს მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.