03 მაისი

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშით სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე წარსდგა. მომხსენებელმა დეტალური ინფორმაციის წარდგენის შემდეგ უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.

       დეპუტატებმა ცალკეულ საკითხებზე პასუხები და განმარტებები სხდომაზე მოწვეული აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს წარმომადგენლებისაგან მოისმინეს.

       კომისიამ მხარი დაუჭირა ანგარიშის პლენარულ სხდომაზე გატანას.

       დღის წესრიგის მეორე საკითხი -  საქართველოს პარლამენტის წევრების - კახაბერ კუჭავას, კობა ლურსმანასვილის, სულხან ნახათაძისა და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ სხდომაზე ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა.

       კომისიამ წარმდგენილი ინიციატივა ცნობად მიიღო.