02 მაისი

                            

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის ულებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სასჯელაღსრულების ბათუმის მე–3 დაწესებულებაში  პატიმრებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

        ცოტნე ანანიძე საპყრობილეში ამჯერად პირადი ინიციატივით მივიდა და  4 საათის განმავლობაში სხვადასხვა საკანში მყოფ 19 პატიმარს შეხვდა.

       მსჯავრდებულებმა საკანონმდებლო ორგანოს წევრს ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებაში სთხოვეს დახმარება, რაზეც დეპუტატმა შესაბამისი დაპირება სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმთან შეხვედრისას მიიღო.

    პატიმრებმა დეპუტატს თანადგომა სთხოვეს მის კომისიაში გასაგზავნ წერილებზე დაწესებული საფასურის გაუქმების თაობაზეც. ცოტნე ანანიძე მათთან შეხვედრის შემდგომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაუკავშირდა და აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი კონსულტაციები დაიწყო.

       როგორც პატიმრებმა აღნიშნეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არასათანადო და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტები არ დაფიქსირებულა. ცოტნე ანანიძე მიმდინარე თვის განმავლობაში საპყრობილეში კიდევ ერთ შეხვედრას გეგმავს.