01 მაისი

       

     აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის  თავმჯდომარეები დავით გაბაიძე და ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ვლადიმერ მგალობლიშვილი, ნინო ჩხეტია, ცოტნე ანანიძე, პეტრე ზამბახიძე,  აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიისა და საკრებულოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საფეხბურთო კლუბ ,,დინამო ბათუმის“ წარმომადგენლებთან ერთად, ანგისის სპორტული ბაზის საზეიმო გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.

   ანგისის სპორტული ბაზა, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოს“ განკარგულებაშია, 78 772 კვ.მ ტერიტორიას მოიცავს. პროექტის ფარგლებში მოეწყო 1575 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, რომელიც შედგება 5 სექტორისა და შშმ პირთათვის განკუთვნილი სპეციალური ადგილებისგან.

     ბაზას აქვს ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედნები. 3-სართულიანი შენობაში განთავსებულია საწვრთნელი ბაზის ადმინისტრაცია, გასახდელები, საშხაპეები, სავარჯიშო დარბაზები, სამედიცინო ოთახი, ასევე სპეციალური ტერასა მედიისათვის. პროექტის ღირებულება - 4 მილიონ 116 ათას 170 ლარია. მისი რეალიზებით  ბათუმის «დინამოს“, წლების შემდეგ, საკუთარ საწვრთნელი ბაზაზე ვარჯიშის შესაძლებლობა აქვს.