დაგვაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

01 მაისი

    

   ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში გიორგი რომანაძე სოფელ დაგვაში საბავშვო ბაღის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

   სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ გახსნა, მოსახლეობის  თხოვნით აშენდა - დაგვაში ათწლეულების განმავლობაში  არ არსებობდა საბავშვო ბაღი. თანამედროვე სტანდარტების შენობა 70 ბავშვზეა გათვლილი  და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

  ორსართულიან შენობაში მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი, ცენტრალური გათბობა. ეზოში განთავსდა საბავშვო ატრაქციონები. ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის 153 101 ლარი დაიხარჯა. საბავშვო ბაღში 17 ადამიანი დასაქმდება.