08 აპრილი

- 8 აპრილს გაიმართა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის მესამე ეტაპის შეხვედრა. - სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ,ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ილია ნაკაშიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.

- სამუშაო ჯგუფის წევრებს, მესამე რაუნდის მუშაობის რეგლამენტი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააცნო და კონსტიტუციის პროექტის საბოლოო რედაქციამდე დარჩენილი სამუშაოების პროცედურები განმარტა.მისი თქმით: წარმოდგენილია ის მასალები რომლებიც წინა შეხვედრებზე განხილვების საფუძველზე მომზადდა. საუბარია კონსტიტუციის მე-6 მუხლის ახალ რედაქციაზე, რომელიც ტერიტორიული მოწყობის საკითხებს ეხება. ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ახალ მე-9 თავზე და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტზე.

- 10-13 აპრილს მესამე ეტაპის შეხვედრები გაიმართება, რომლებზეც რედაქციული ხასიათის განხილვები საბოლოოდ დასრულდება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება პროექტის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გატანა. აპრილის ბოლო კვირაში კი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართება, სადაც საბოლოო, შეჯერებული დოკუმენტის მისაღებად, დადგინდება კენჭისყრის და განხილვის ფორმატი.