25 აპრილი

        აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, ზურაბ პატარაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე კორპუსის საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.     შშმ პირებისთვის ადაპტირებულ 3-სართულიან შენობაში, რომელიც ლეონიძის ქუჩაზე აშენდება, 27 აუდიტორია, კაბინეტები და საკონფერენციო დარბაზები განთავსდება. მშენებლობისათვის რეგიონის ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი და იგი 2018 წლის დეკემბერში დასრულდება.

     კორპუსის საძირკველში სიმბოლური კაფსულა აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, ზურაბ პატარაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა ჩაუშვეს.

    ამავე ტერიტორიაზე, პარალელურ რეჟიმში, შენდება  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელიც.