ანგარიში უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება

25 აპრილი

                       

       აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ, ადამიანის უფლებათა დაცვის, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიების ერთობლივ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს. საკანონმდებლო ორგანოს ოთხივე კომისიის წევრებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2017 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

       სხდომაზე ძირითადი მოხსენება მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსუდან (ნატა) იმედაიშვილმა წარმოადგინა.

      მაუწყებლის პრიორიტეტები, სამაუწყებლო პოლიტიკა, შენობის მდგომარეობა, უსაფრთხოების ნორმები, სხვადასხვა კვლევის შედეგები და რეიტინგი, სატელევიზიო პროგრამები, კადრების გადამზადება, ბიუჯეტი, - იმ საკითხთა ნაწილის ჩამონათვალია, რაზეც მომხსენებელმა და თანამოხსენებლებმა, მრჩეველთა საბჭოს წევრებმა -  ბეჟან გობაძემ და ირაკლი დარცმელიძემ ისაუბრეს.

      მრჩეველთა საბჭოს წევრებმა უპასუხეს უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს და მოისმინეს მათი მოსაზრებები ცალკეულ საკითხებზე.

       კომისიებმა მხარი დაუჭირეს ანგარიშის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი