25 აპრილი

                 

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ ორგანიზებულ რეგიონულ კონფერენციას - „მდგრადი მეტყევეობა - მდგრადი ადგილობრივი განვითარებისთვის“ დაესწრნენ.

     კონფერენცია, რომელშიც დარგის სპეციალისტები, ექსპერტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, გერმანიის თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (BMZ) მიერ დაფინანსებული  პროექტის - „ტყის ეკოსისტემების მდგომარეობის გაუმჯობესება ტყის ადაპტური მართვით აჭარაში“ ფარგლებში დაიგეგმა.