24 აპრილი

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, საქართველოში ნატოს დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

    საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით -  „უკრაინა-საქართველო-ნატო: შავი ზღვის რეგიონი და მიმდინარე გამოწვევები“ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივმოქმედი დელეგაციის მეთაურმა ირინა ფრიზმა გახსნა და მასზე ყურადღება გამახვილდა  უსაფრთხოების თვალსაზრისით შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის საკითხებზე.

    აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, ნატოს სამიტამდე ორი თვით ადრე მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მან თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს და უკრაინას შავ ზღვაზე ერთნაირი გამოწვევები აქვთ, ამასთან, ორივე ქვეყანა ისწრაფვის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისკენ და ამ თვალსაზრისით აქტიურ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.