17 აპრილი

   

   უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ქალაქ ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულს - ჰოსეინ მაშჰადს უმასპინძლა. საპატიო სტუმარი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს დიპლომატიური მისიის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით ეწვია.

    გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საქართველო-ირანის მრავალმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობების განვითარებაზე გამახვილდა ყურადღება.

    დავით გაბაიძემ ჰოსეინ მაშჰადს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისა და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაში გაწეული საქმიანობისთვის.

    შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა  საჩუქრები გაცვალეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო-ირანს შორის კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობები სამომავლოდაც გაგრძელდება.