14 აპრილი

                                                         

      აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, ზურაბ პატარაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა, დავით თედორაძემ, ილია ვერძაძემ, აჭარის მთავრობის, ბათუმის თვითმმართველობის, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დედა ენის დღესთან დაკავშირებით, ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.

      დედა ენის დღე ჩვენს ქვეყანაში, 1978 წლის 14 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების  შემდეგ აღინიშნება. ამ დღეს საბჭოთა ეპოქისთვის უცხო, გრანდიოზულმა საპროტესტო გამოსვლებმა  საბჭოთა კავშირის  მაშინდელი ხელმძღვანელობა აიძულა ხელუხლებელი დარჩენილიყო საქართველოს კონსტუტუციის მუხლი, რომელიც ქართულ ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსს განსაზღვრავდა.

   ამ მოვლენებიდან 40 წლის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით,  11 აპრილს დაიწყო და მიმდინარეობს დედა ენის კვირეული სახელწოდებით - „1978-2018“.