11 აპრილი

         აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ დედა ენის კვირეულის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

     კვირეული სახელწოდებით - „1978-2018“ 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს ეძღვნება. 40 წლის წინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა ეპოქისთვის უცხო, გრანდიოზულმა საპროტესტო გამოსვლებმა  საბჭოთა კავშირის  მაშინდელი ხელმძღვანელობა აიძულა ხელუხლებელი დარჩენილიყო საქართველოს კონსტუტუციის მუხლი, რომელიც ქართულ ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსს განსაზღვრავდა.

   ეროვნული თვითშეგნებისა და კულტურული თვითმყოფადობის, ერის კონსოლიდაციის უპრეცედენტო მოვლენისადმი მიძღვნილი კვირეული ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა  ღონისძიებით აღინიშნება.