დეპუტატები სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნენ

11 აპრილი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ლადო მგალობლიშვილმა, ხვიჩა შარაშიძემ, დავით თედორაძემ, გიორგი მანველიძემ და ილია ვერძაძემ, დაბა ქედაში, აღმაშენებლის ქუჩაზე სოციალური სახლისთვის განკუთვნილი შენობა დაათვალიერეს და  მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნენ.

    ყოფილი სამკერვალო საწარმოს შენობის რეკონსტრუქციისათვის ბიუჯეტიდან 436 046 ლარი გაიხარჯება და მასში სოციალურად დაუცველი 12 ოჯახი შესახლდება. 2-წლიანი პროექტი მაისში დასრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „ლადა“ ახორციელებს. მშენებლობაზე 20-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

    სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ შეიქმნება სპეციალური, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც სოციალური სახლის მომავალ ბენეფიციარებს შეარჩევს.