77 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან

09.05.2022

 ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წლისთავზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს ლეგენდარული კაპიტნის - ანატოლი კაჭარავას საფლავი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.