საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

უმაღლესი საბჭოს წევრი

თედორაძე დავით

"„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“"

არჩევის ფორმა: პროპორციული, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“

დაბადების თარიღი: 1949 წლის 14 ივლისი

ტელეფონი: (0322) 28 54 66

ელფოსტა: d.tedoradze@sca.ge

განათლება: უმაღლესი, პედაგოგიური
1972 წ. – დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით
2004-2009 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ეკონომიკის ბაკალავრი
საქმიანობა უმაღლეს საბჭოში:
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის წევრი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი
დამატებითი ინფორმაცია
1973 წლის დეკემბრიდან 1974 წლის ივნისამდე – ხელვაჩაურის რაიონის განთიადის რვაწლიანი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
1974 წ. ივნისიდან 1975 წლის ოქტომბრამდე – გამომცემლობა „საბჭოთა აჭარის“ კორექტორი, შემდგომ საწარმოო განყოფილების გამგე;
1975 წლის ოქტომბრიდან 1991 წლის მარტამდე – პარტიული სამუშაო, პარტიის საქალაქო და საოლქო კომიტეტებში;
1991 წლის მარტიდან 1993 წლის მარტამდე – სარედაქციო-საგამომცემლო ფირმა „არმაღანის“ მთავარი რედაქტორი;
1993 წლის მარტიდან 2016 წლამდე – სს „გამომცემლობა აჭარის“ დირექტორი;
2006 წლის ოქტომბრიდან – საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე;
2010 წლიდან – ჟურნალ „ჭოროხის“ სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე;
2014 წლიდან – ბათუმის საკრებულოს წევრი;
28/11/2016 -დან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი;
გამოცემები: პოეზია, პროზა, პუბლიცისტიკა
1977 წელი – „ბეწვის ხიდი“;
1980 წელი – „ორღანი უკრავს“;
1983 წელი – „მზე ჩუქურთმებში“;
1986 წელი – „ცეცხლის პერანგი“;
1989 წელი – „გულის ძახილი“;
1995 წელი – „შენი ვარ“ - „წერილი მთიდან“ (სომხურ ენაზე);
1999 წელი – „ერთტომეული“„სველი ზღარბები“ (რუსულ ენაზე);
2004 წელი – „ხსოვნის ჩირაღდნები“ - „ასეა წუთისოფელი“;
2012 წელი – „მომავლისთვის, წინაპარისთვის“ - „როცა სული მთხოვს“;
2015 წელი – „რჩეული“; არის არაერთი პუბლიცისტური წერილისა და საგაზეთო სტატიის ავტორი;
ჯილდოები და წოდებები
პოეზიის რაინდის წოდება (2014 წ. ივლისი); საგურამოს პრემია (2014 წ. ნოემბერი); საპატიო ბათუმელის წოდება (2009 წ. ივლისი); ილია ჭავჭავაძის პრემია (2009 წ. ივლისი); გიორგი ლეონიძის პრემია (2008 წ. ოქტომბერი); მემედ აბაშიძის პრემია (2003 წ. 26 სექტემბერი); ღირსების ორდენის კავალერი (1999 წ. 29 აგვისტო); ლადო ასათიანის პრემია (1998 წ. ოქტომბერი);
ენები
რუსული
ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და სამი შვილიშვილი

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი