05 აპრილი

                            

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები, ქალაქ ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს, ბათუმის მერიის ადმინისტრაციისა და სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

    სამუშაო შეხვედრაზე „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ეფექტური მუშაობის ხელშემშლელი სხვადასხვა ტიპის ნაკლოვანებათა ანალიზის დოკუმენტზე“ იმსჯელეს.

     დავით გაბაიძის განცხადებით, ბათუმის მერიიდან შემოსული დოკუმენტი საკანონმდებლო რეგულაციებში არსებული ხარვეზების გამოსწორებასა და მუნიციპალური მმართველობის ეფექტურ განხორციელებას ისახავს მიზნად, ასევე, დოკუმენტი მოიცავს რიგ ისეთ საკითხებსაც, რომელთა რეგულირება არა მხოლოდ ბათუმზე, არამედ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებზეც დადებითად აისახება.

     ლაშა კომახიძის განცხადებით, დოკუმენტი ქალაქის მერიის სამსახურების მიერ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესწავლის შედეგად შეიქმნა და იგი  უკანონო მშენებლობების, ვაჭრობისა და სატრანსპორტო სფეროში კანონმდებლებთან და შესაბამის უწყებებთან შეჯერებული, ეფექტური საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებას ითვალისწინებს.

     დოკუმენტის გაანალიზების შემდგომ, აჭარის უმაღლესი საბჭოში, საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში  ცვლილებების განხორციელების მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივები მომზადდება.