20 მარტი

   20 მარტს გაიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა.

   დღის წესრიგით გათვალისწინებული ორივე საკითხი: 1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“  – III მოსმენა. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი – „საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

   ხმათა უმრავლესობით კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკითხების უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე გატანას.