16 მარტს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომისიასთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს საორგანიზაციო სხდომა, რომელსაც ამავე საბჭოს თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა.
20-წევრიანი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო საკანონმდებლო ორგანოში 2017 წლის ბოლოსათვის ამოქმედდა და იგი რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, დარგის სპეციალისტებსა და ექსპერტებს აერთიანებს.
საორგანიზაციო სხდომაზე საბჭოს წევრებმა მიმდინარე და სამომავლო-პერსპექტიული გეგმის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღეს.