გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა

23 თებერვალი

    უახლოეს მომავალში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოსთან გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია შეიქმნება. შესაბამისი გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა ერთხმად მიიღეს 23 თებერვლის სხდომაზე, რომელსაც ამავე საბჭოს თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა.

    გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის შექმნა საარჩევო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) რეკომენდაციაა, რომლის მიზანი გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ეფექტურად გატარება და აჭარაში ამ პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა სამოქმედო გეგმების შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების ურთიერთშეთანხმებული და ეფექტური მუშაობის ხელშეწყობაა.

    ნინო ჩხეტიას განცხადებით, ამგვარი კომისია უკვე მუშაობს საქართველოს მთავრობაში და რეგიონში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ამოქმედება ზოგადად ქვეყანაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებას უზრუნველყოფს. მისივე განმარტებით, კომისიის შემადგენლობა  სხვადასხვა უწყებასთან კონსულტაციების შედეგად საბჭოს მომდევნო სხდომებზე განისაზღვრება.