17 ოქტომბერი

           

     16 ოქტომბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა.

    კომიტეტის წევრებმა კანონის პროექტები - „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“   განიხილეს.
     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის ცვლილებას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით 0დაფინანსებული პროექტების შესახებ.
გამომდინარე იქიდან, რომ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტით ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს ენიჭება გრანტის მიღების უფლება, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია გაფართოვდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული იმ აუცილებელი ინფორმაციის ჩამონათვალი, რომელსაც უნდა შეიცავდეს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი.
ვახტანგ წულაძის მიერ წარდგენილ  კანონპროექტებს  კომიტეტმა  მხარი დაუჭირა.

 

 

 

 

 

განცხადებები