01 აგვისტო

      1 აგვისტოს გაიმართა აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს ბიუროს 22-ე  სხდომა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე  უძღვებოდა. 

      ბიუროს წევრებმა დღის  წესრიგით  გათვალისწინებულ  სამ  საკითზე  იმსჯელეს.

      აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  2017  წლის  რესპუბლიკური  ბიუჯეტის  ორი  კვარტალის  შესრულების  მიმოხილვისთვის    წამყვან,  საფინანსო-საბიუჯეტო  და  ეკონომიკურ  საკითხთა  კომისიას,  განხილვის  ვადად  აგვისტოს  ბოლო  განესაზღვრა, მას  შემდეგ,  რაც  დარგობრივი  კომისიები  სათანადო  დასკვნებს  წარმოადგენენ. წინადადება  ბიუროს  წევრებმა  ერთხმად  მიიღეს.

      საშემოდგომო  სესიისთვის  განსახილველად  ბიუროს  წევრთა  უმრავლესობამ  მხარი დაუჭირა აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  რეგლამენტის  პროექტს "აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  რეგლამენტში ცვლილების  შეტანის  შესახებ  და   აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  დადგენილების  პროექტს "საქართველოს  კონსტიტუციის 67-ე  მუხლის  შესაბამისად, საკანონმდებლო  ინიციატივის  წესით  საქართველოს  კანონის  პროექტების "გრანტების  შესახებ"  საქართველოს  კანონში  ცვლილების  შეტანის  თაობაზე" და საქართველოს  საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს  პარლამენტში  წარდგენის  თაობაზე".

     პირველი  დოკუმენტით  რეგულირდება  დეპუტატის მიერ  არასაპატიო  მიზეზით   კომისიების  და  პლენარულ სხდომების  გაცდენების დროს  ფინანსური  სანქციების  შემოღების  წესი.

     მეორე  დუკუმენტი, რომელიც  ამ  მოწვევის უმაღლესი  საბჭოს  მეორე საკანონმდებლო ინიციატივაა, საშომოდგომო  სესიაზე  დამტკიცების  შემთხვევაში,  გადაიგზავნება საქართველოს  პარლამენტში, რომლის  მხარდაჭერის  შემდეგ   ცვლილებები  შევა  "გრანტების  შესახებ"  საქართველოს კანონში  და  საქართველოს  საბიუჯეტო  კოდექსში.

     წამყვან კომისიად განისაზღვრა საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია.