07 ივლისი

       7 ივლისს, გაიმართა აჭარის ავტობომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა. ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ  საკითხთა სამინისტროს, აჭარის მუნიციპალიტეტების გამგებლები, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის და რაიონების წარმოამდგენლები.

        მოისმინეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის ინფორმაცია მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სოციალური დახმარების მიმღებთა გამოვლენის, დადგენის, აღრიცხვისა და დახმარების დანიშვნის მდგომარეობის შესახებ.

        ზაზა სოფორმაძე ამავდროულად არის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღანელი, მან წარმოადგინა ის პრიორიტეტები, რასაც სააგენტო ახორცილებს და სამომავლოდ განახორცილებს კეთილდღეობის შესაფასების მეთოდოლოგის გამოყენების პირობებში. მთავარი ყურადღება ცვლილებებზე გაამახვილა.

        შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.