საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

კომისიამ  კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

05 ივლისი

      5  ივლისს  გაიმართა  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  საფინანსო-საბიუჯეტო  და  ეკონომიკურ  საკითხთა  კომისიის  სხდომა, რომელსაც  კომისიის  თავმჯდომარე  გიორგი  რომანაძე უძღვებოდა.

    მესამე  მოსმენით  განიხილეს  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  კანონის  პროექტი "აჭარის ავტონომნიური  რესპუბლიკის  ქონების  მართვისა  და  განკარგვის  შესახებ" აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  კანონში  ცვლილებების  შეტანის  თაობაზე.

   სხდომას  ესწრებოდა  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  ფინანსთა  და  ეკონომიკის  მინისტრი   რამაზ  ბოლქვაძე. მისი  განცხადებით,    კანონოპროექტის დამტკიცება  დააჩქარებს  მოსახლეობისთვის  უკვე  აგებული სოციალური  სახლების  გადაცემას,  კანონის  აღნიშნული  ცვლილებებით  მიღებით  კი  ეს  პროცესი  დასრულდება.

  კომისიამ  მესამე  მოსმენით  მხარი დაუჭირა კანონის  პროექტის "აჭარის  ავტონომნიური  რესპუბლიკის  ქონების  მართვისა  და  განკარგვის  შესახებ" აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  კანონში ცვლილებების  შეტანის  თაობაზე  რიგგარეშე  სესიაზე  გატანას.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი