23  ივნისს  რიგგარეშე  სესიაზე ათი საკითხი დაამტკიცეს

23 ივნისი

        აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე, რომელსაც უმაღლესი  საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის  წესრიგით  გათვალისწინებული ათი საკითხი  განიხილეს.

         იმის გამო, რომ დღის წესრიგში შეტანილი იყო აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის  კანონის  პროექტი  "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის  რესპუბლიკური  ბიუჯეტის  შესახებ" აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის  კანონში  ცვლილების  შეტანის  თაობაზე, დარბაზი, პროტესტის  ნიშნად,  ფრაქცია "ერთიანი  ნაციონალური  მოძრაობის"  ოთხივე  წევრმა დატოვა.

     აღნიშნულ საფინანსო  დუკუმენტში შეტანილი ცვლილებები კანონმდებლებს აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ  და უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის  თავმჯდომარემ  გიორგი  რომანაძემ წარუდგინეს.

   როგორც ითქვა, 2017  წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 28 მილიონ 323  ათასი  ლარით  გაიზარდა და მან 252  მილიონ 943 ათასი ლარი შეადგინა.

   დამოუკიდებელი   დეპუტატი  პეტრე  ზამბახიძე  დაინტერესდა აუთვისებელი  თანხებით. მინისტრის განმარტებით, ფინანსები ისეა  გაწერილი, რომ ყველა თანხა  მიიმართება იმ პროგრამების განსახორციელებლად, რაც რეგიონისთვის სასიცოცხლო  მნიშვნელობისაა და ყველა  სფეროს  მოიცავს.

   საბოლოოდ, კანონპროექტი  13 ხმით,  2-ის  წინააღმდეგ  მიიღეს.

    თითქმის  ერთსულოვანი იყვნენ  კანონმდებლები უმაღლესი საბჭოს  საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის  თავმჯდომარის  ნინო  ჩხეტიას მიერ წარმოდგენილი ინიციატივების  მიღებისას. პირველი  მოსმენით, გამარტივებული  წესით, განიხილეს და მიიღეს აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის  შემდეგი  კანონის  პროექტები:

  1. „სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე .

2.„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

  1. „სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,
  2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ.

5.აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  რეგლამენტის პროექტი - "აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  რეგლამენტში  ცვლილების  შეტანის შესახებ". 

  1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  2. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი – „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 20 მარტის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 14 ნოემბრის №81 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

         რიგგარეშე  სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა  და  დაიხურა.

განცხადებები

დღის წესრიგი

რეგლამენტის პროექტი