21 ივნისი

    21  ივნისს   გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა, რომელსაც   კომისიის  თავმჯდომარე  ნინო  ჩხეტია  უძღვებოდა.  ექვსივე  წევრმა დაამტკიცა  დღის  წესრიგი, სადაც  ცხრა საკითხი იყო  შეტანილი: 

  1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი – „სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე .

ნინო  ჩხეტიას  განცხადებით, ცვლილება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებებმა, კერძოდ,  საჯარო  რეესტრში  მიწის  ნაკვეთების  რეგისტაციისას  ახალი ტერმინოლოგიის  შემოღებამ  განაპირობა.

  1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ძირითადად, ტერმინოლოგიურ ცვლილებას  ითვალისწინებს.
  2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი – „სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, შეეხება ელექტრონული  საქმისწარმოებით  შემოღებით  გათვალისწინებულ  ცვლილებებს, რაც ამარტივებს  დოკუმენტების  მოძრაობას  და  მოპოვებას.

  სამივე  საკითხს  კომისიის  ექვსივე  წევრმა  მხარი  დაუჭირა.

  1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ ითვალისწინებს უმაღლესი საბჭოს აპარატის  ახალი  დებულების ამოქმედებასა და  სტრუქტურულ  ცვლილებებს, რაც  განპირობებულია 1  ივლისიდან  „საჯარო  სამსახურის  შესახებ“ საქართველოს  კანონის  ამოქმედებით. ახალ  დებულებაში  6  თავი და  18  მუხლია  და  მასში განსაზღვრულია  საჯარო  მოხელეთა  უფლებამოსილებები  სტრუქტურული  ერთეულების  მიხედვით.
  2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  რეგლამენტის პროექტი - "აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  რეგლამენტში  ცვლილების  შეტანის შესახებ"  ითვალისწინებს    რეგლამენტში    დეპარტამენტების ახალი  სახელწოდებების  შეტანას - ესენია: იურიდიული და  ადამიანური  რესურსების  მართვის, საორგანიზაციო  და  საქმისწარმოების, ლოჯისტიკისა  და  საფინანსო  უზრუნველყოფის  და  საზოგადოებასთან  ურთიერთობის, ინფორმაციული  ტექნოლოგიებისა  და  პროტოკოლის  დეპარტამენტები. ასევე  ახალი  სტრუქტურაა  აპარატის  უფროსის  სამდივნო.

    კომისიის წევრებმა სხდომაზე ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები:  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი – „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 20 მარტის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 14 ნოემბრის №81 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. 

   ცხრა  საკითხიდან  კომისიის  წევრებმა  ერთხმად  ხუთი  საკითხი  მიიღეს,  ოთხის  მიღე-ბის  წინააღმდეგი    ფრაქცია  "ერთიანი  ნაციონალური  მოძრაობის“  წევრი   გიორგი  აბულაძე    აღმოჩნდა.

     საბოლოოდ,  კომისიამ  აღნიშნული  საკითხების  რიგგარეშე  სხდომაზე  გატანას მხარი დაუჭირა.