21 ივნისი

        21 ივნისს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა.

       დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა.

        კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საკითხის უმაღესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე გატანას.