14 ივნისი

   

 14  ივნისს,  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  ბიუროს  მე-15 სხდომაზე, რომელსაც  უმაღლესი  საბჭოს  თავმჯდომარე  დავით  გაბაიძე  უძღვებოდა,   დღის  წესრიგით  გათვალისწინებული ცხრა  საკითხი  განიხილეს.

    დღის  წესრიგის  დამტკიცებამდე,  აჭარის  უმაღლესი  საბჭოს  თავმჯდომარის  მოადგილემ  მერაბ  კარანაძემ  გამოითხოვა  მის  მიერ  ინიცირებული "აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  აპარატის  საჯარო  მოხელეთა  დამატებითი  საკვალიფიკაციო  მოთხოვნების  დამტკიცების  შესახებ"   აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  2013  წლის  14  ნოემბრის #81  დადგენილებაში  ცვლილებების  შეტანის  თაობაზე  დადგენილების პროექტი, ვინაიდან  მიმდინარე  წლის  1  ივლისიდან  ძალაში შედის  ახალი  კანონი  "საჯარო  სამსახურის"  შესახებ  და  ინიცირებული  პროექტი  მოითხოვს   დამატებითი  ცვლილებების  განხორციელებას  და  კანონთან  შესაბამისობაში  მოყვანას.

   ბიურომ  ცნობად  მიიღო აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  2017  წლის  რესპუბლიკური  ბიუჯეტის  პირველის  კვარტლის  შესრულების  მიმოხილვა, რომელიც    საფინანსო-საბიუჯეტო  და  ეკონომიკურ  საკითხთა  კომისიის  თავმჯდომარემ  გიორგი  რომანაძემ წარმოადგინა. მან ბიუროს წევრებს გააცნო "აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  ქონების  მართვისა  და  განკარგვის  შესახებ" აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  კანონში  ცვლილებების  შეტანის  თაობაზე - აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  კანონის  პროექტზე წამყვანი და სხვა კომისიების დასკვნები.

  კომისიებს განსახილველად გადაეცა  ფრაქცია  "ერთიანი  ნაციონალური  მოძრაობის"  წევრის  გიორგი  აბულაძის  მიერ  წარმოდგენილი  ორი  ინიციატივა:  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს დადგენილების  პროექტი  "პატიმრობის  კოდექსში"  ცვლილებებისა  და  დამატებების  შეტანის  თაობაზე  და  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს  დადგენილების  პროექტი  "პოლიციის  შესახებ"  საქართველოს  კანონში  ცვლილებებისა  და  დამატებების  შეტანის  თაობაზე. ინიციატივების განხილვის  ვადად  4  ივლისი  განისაზღვრა.

   ფრაქცია  "ერთიანი  ნაციონალური  მოძრაობის"  მიერ,  ასევე, წარმოდგენილი  იყო აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს მიმართვის  პროექტი - აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  დეპუტატის  უკანონო  დაკავების  შესახებ", რომელზეც  დაიწყო  განხილვის  პროცედურა. წამყვან  კომისიად  განისაზღვრა  ადამიანის  უფლებათა  დაცვის  საკითხთა  კომისია, ხოლო განხილვის ვადად - 2017 წლის 4 ივლისი.

  ბიუროს  წევრებმა  მხარი  არ  დაუჭირეს  "ფრაქცია  ერთიანი  ნაციონალური  მოძრაობის"  მიერ  წარმოდგენილ  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  მიმართვის  პროექტს - საქართველოს  პრეზიდენტს,საქართველოს  მთავრობას,აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  მთავრობას, რომელიც აჭარის ტერიტორიიდან ხეების გადარგვას შეეხებოდა.

  ბიუროს  წევრებმა  15  ივნისის  პლენარული სხდომის  დღის  წესრიგში  სამი  საკითხი შეიტანეს:

1) აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  კანონის  პროექტი  "აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  ქონების  მართვისა  და  განკარგვის  შესახებ" აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  კანონში  ცვლილებების  შეტანის  თაობაზე -  პირველი  მოსმენით; 

2) საკანონმდებლო  პაკეტი:

ა)  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  კანონის  პროექტი  "აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  ნორმატიული  აქტების შესახებ", ბ)  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  რეგლამენტის  პროექტი "აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი   საბჭოს  რეგლამენტში  ცვლილებების  შეტანის  შესახებ" - მესამე  მოსმენით;

  3) აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  დადგენილების  პროექტი "აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  მიერ   საზოგადეობრივი  მაუწყებლის  აჭარის  ტელევიზიისა  და  რადიოს  მრჩეველთა  საბჭოს  2016  წლის  საქმიანობის  ანგარიშის  განხილვის  პროცედურის  განსაზღვრის  შესახებ.