01 მაისი

1 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომას, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს.

მოისმინეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძის წლიური ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

კომისიის წევრებმა ცნობად მიიღეს წარმოდგენილი დოკუმენტი და მის სესიაზე გატანას მხარი დაუჭირეს. სხდომაზე განიხილეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 2 დოკუმენტს მოიცავს:

1) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ - მეორე მოსმენით, რამდენიმე მუხლის ცვლილებით მიიღეს და კომისიის გადაწყვეტილებით რედაქტირებულ ვარიანტს სესიაზე განიხილავენ.

2) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგლამენტის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიამ მეორე მოსმენით მიიღო.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიებში წევრთა რაოდენობისა და ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრას, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილებას კომისიის ხუთი წევრიდან სამმა დაუჭირა მხარი.