01 მაისი

პირველ მაისს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის სხდომა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, სხდომაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა და კომისიამ იგი ცნობად მიიღო.

ცნობად მიიღეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით გადმოგზავნილი საქართველოს კანონის პროექტიც ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა.