09 თებერვალი

დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის 9 თებერვლის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატანი ცვლილების პროექტი და მისგან გამომდინარე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

კომისიამ მხარი დაუჭირა ორივე პროექტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.