08 თებერვალი

8 თებერვალს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა.

დღის წესრიგის პირველი საკითხი უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით გაბაიძემ წარმოადგინა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე დადგენილების პროექტები: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 27 დეკემბრის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 14 ნოემბრის N81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 20 დეკემბრის N99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის ინიციატორიც დავით გაბაიძეა, კომისიის გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე განიხილება.

დავით გაბაიძემ ამავე სხდომაზე წარმოადგინა მის მიერ ინიცირებული კიდევ ერთი საკითხი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 27 დეკემბრის N19 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, კომისიის გადაწყვეტილებით, ასევე განიხილება რიგგარეშე სესიაზე.

დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ სამი საკითხი ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. ერთ-ერთი მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის ლევან ვარშალომიძისათვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას შეეხებოდა. მომხსენებლის განმარტებით, ლევან ვარშალომიძემ შესაბამისი განცხადებით უკვე მომართა უმაღლეს საბჭოს. კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილი საკითხების რიგგარეშე სესიაზე განხილვას.